კლუბის წესდება

სპორტულ კლუბ ,,სხარტებ''-ის წესდება ბრძანება ქ.თბილისი 2019 წლის 17 ოქტომბერი სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის ბაზაზე, მოსწავლეთა საკლუბო მუშაობის ჩამოყალიბებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით:
1. ჩამოყალიბდეს სპორტული  კლუბი;
2. დამტკიცდეს სპორტული  კლუბის წესდება; 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დანართი N 1 სპორტული კლუბის წესდება
1.ზოგადი დებულებები მუხლი
1. სპორტული კლუბის სტატუსი
2.სპორტულ კლუბი ,,სხარტები“ არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება. სპორტული კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში;
2. კლუბი მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით; 3. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში. კლუბი გეგმავს ვიზიტს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ ცენტრებში, რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე. კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი: კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა დათავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები. სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება. კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. კლუბის სტრუქტურა კლუბის სტრუქტურა: მოსწავლეები, ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, მშობლები. ლიდერი მოსწავლე არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე. კლუბის კურატორი მასწავლებელი არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ მოსწავლესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა ეტაპზე. დამხმარე მშობელთა ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმართვაში. დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან. ლიდერი მოსწავლის ფუნქციები: ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას; ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან; გ) ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად; დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს. კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები: წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს: · კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა; · კლუბის წესდება; · კლუბის სამუშაო გეგმა; · განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის. საკლუბო მუშაობის პერიოდში: სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს: · საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას. საკლუბო მუშაობის დასრულებისას: წარმოადგენს: · რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა; ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად; რომელი ვერ განხორციელდა და რატომ; გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ; დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა; ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ; ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ; ზ)რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას. · მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას.

No comments:

Post a Comment

განცხადება სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის ბაზაზე , ფუნქციონირებას იწყებს სპორტული კლუბი ,,სხარტები “, რომელიც აქტივობებს განახ...